|
2021-11-18 22:09:42, 962 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და „მწვანე პასპორტის" ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დღეს სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.- ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა „მწვანე პასპორტი" იყო, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება და რომლის გარეშეც კვების ობიექტებზე მოქალაქეები აღარ დაიშვებიან. საუბრისას აქცენტი გაკეთდა ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარების და მისი გაუმჯობესების მიზნით ე.წ. მწვანე პასპორტების ამოქმედების მნიშვნელობაზე. დისკუსიის მიმდინარეობისას სექტორის წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით მარიამ ქვრივიშვილს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს, მინისტრის მოადგილემ მათ შეკითხვებსაც უპასუხა. „დღეს შევხვდით რესტორნების წარმომადგენლებს, გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი, საინტერესო დისკუსია. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი კერძო სექტორის უკუკავშირი და რა თქმა უნდა, დღევანდელი შეხვედრის საფუძველზე ჩვენ წარვუდგენთ საკოორდინაციო საბჭოს იმ პოზიციას, რაც ბიზნესისგან მოვისმინეთ. რა თქმა უნდა, იმედს ვიქონიებთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული ეპიდმდგომარეობის დასტაბილურებისთვის და ამავდროულად, იქნება ბიზსესისთვის ხელსაყრელი პირობები", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ შეხვედრის შემდეგ. "მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები უახლოეს დღეებში კვლავ გაგრძელდება. შეხვედრას საქართველოს რესტორატორთა ასოციაციისა და 35-მდე კვების ობიექტის ხელმძღვანელი დაესწრო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და შრომის ინსპექციის წარმომადგენელი."- ნათქვამი განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)