|
2021-11-18 17:12:09, 1198 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ჯეიკობ ჩენსლის, ეგრეთ წოდებული "QAnon Shaman"-ს, აშშ-ს კაპიტოლიუმში არეულობაში მონაწილეობისთვის 41 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა .- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მათი ცნობით, იუსტიციის დეპარტამენტმა სთხოვა სასამართლოს ჩენსლისთვის მკაცრი სასჯელი გამოეტანათ, რომელიც მაგალითს მიცემდა 6 იანვრის შემთხვევაში მონაწილე პირებს. პროკურორებმა ჩანსლი "ბარბაროსული ბრბოს სიმბოლოდ" დაასახელეს. მოსამართლე როის ლამბერტსის გადაწყვეტილებით, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ჩენსლი ციხეში იმყოფებოდა, მიხედავად იმისა, რომ მან არაერთგზის სცადა მოსამართლის სიმპათიები მოეპოვებინა და სასამართლომდე გათავისუფლებულიყო. ჩენსლის სურათები კაპიტოლიუმში ვირუსულად გავრცელდა მისი უცნაური გარეგნობის გამო, მან მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსის კაბინეტში დატოვა ჩანაწერი -„ეს მხოლოდ დროის საკითხია. სამართლიანობა მოდის. !" 6 იანვრამდე, ჩენსლი გამოირჩეოდა მოწოდებები, იგი მის მიდევრებს „კორუმპირებული მმართველების აღმოჩენისკენ მოუწოდებდა“. თავის საბოლოო სიტყვაში, რომელიც 30 წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდა, მან აღნიშნა თუ როგორ ნანობს ჩადენილ დანაშაულს მან თქვა, რომ არასწორად მოიქცა, როცა კაპიტოლიუმში შევდია და რომ ის არ არის მეამბოხე ან ტერორისტი, არამედ "კარგი ადამიანი, რომელმაც კანონი დაარღვია". ჩენსლი არის ერთ-ერთი პირველი ბრალდებული დანაშაულის ჩადენის 660-ზე მეტ ბრალდებულთაგან , რომლებმაც კაპიტოლიუმის შენობაზე იერიში მიიტანეს. ბუნტისა და მისი დაკავების შემდეგ ჩენსლიმ მაშინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეწყალება სთხოვა. მან პატიმრობაში ყოფნისას შიმშილობაც გამოაცხადა და ცნობილ ამერიკულ გადაცემას „60 წუთს“ ციხიდან უნებართვოდ მისცა ინტერვიუ.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)