|
2015-02-03 13:23:12, 690 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების პოლიტიზირებას გამორიცხავს
ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების პოლიტიზირებას გამორიცხავს. მისი თქმით, არსებული ბრალდებები გასაკვირია, რადგან წლების განმავლობაში ისმოდა მოთხოვნები, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილიყო. „საუბარი პროცესის პოლიტიზირებაზე, არის ძალიან და ღრმად არასერიოზული. ვინც დღეს ამბობს, თუ რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, უბრალოდ მიკვირს, რომ მთელი ეს წლები ისმოდა კითხვა, რატომ არ არის გახსნილი ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე“,-განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გუშინ 11 პირი დააკავა. ხოლო მათ ბრალს დღეს წარუდგენენ. პროკურატურის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით დაკავებულია: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)