|
2021-11-16 18:17:36, 922 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი - 2022 წლის ბოლოსთვის ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ერთ სულ მოსახლეზე მშპ 5 500 დოლარზე მეტი იქნება
2021-2022 წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, 2022 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5 500 დოლარზე მეტი იქნება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას. როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილი რეფორმები არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა შეძლებს სრულად აღადგინოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგი და შენარჩუნდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები. „2022 წელს ჩვენ ველოდებით 6 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას, ხოლო 2022-2025 წლების ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 5,5 პროცენტი იქნება. 2021 წლის მდგომარეობით უკვე აღდგენილია 2020 წლის ეკონომიკური დანაკარგის 3/4. საბაზო და ოპტიმისტურ სცენარებში ჩვენ ველოდებით დანაკლისის თითქმის სრულად აღდგენას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)