|
2021-11-15 14:43:25, 1209 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრომ 2022-2025 წლებისთვის მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის პროექტი შეიმუშავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2022-2025 წლებისთვის მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის პროექტი შეიმუშავა, რომელიც მიზნად ისახავს ვალის პორტფელის გაჯანსაღებასა და ფისკალურ კონსოლიდაციას.- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სტრატეგია უზრუნველყოფს მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის გამჭვირვალობას და აღნიშნული მიმართულებით ინვესტორების, კრედიტორების, სარეიტინგო სააგენტოებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას. „Covid-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, მთავრობის ვალის მართვა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, რის შედეგადაც გამოიკვეთა მთავრობის ვალის მართვის ახალი სტრატეგიული მიმართულებები. ესენია:
ვალის მართვის სტრატეგიის პროექტი ორიენტირებულია აღნიშნულ ხუთ მიმართულებაზე და მისი სტრუქტურიდან გამომდინარე, თითოეული მიმართულებით განსაზღვრავს მიზნობრივ მაჩვენებლებს და ადგენს მათი მიღწევის გეგმას.
აღნიშნული დოკუმენტის პროექტი გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე. https://mof.ge/5231 პროექტის გამოქვეყნება ხაზს უსვამს სამინისტროს მზადყოფნას, გაითვალისწინოს, როგორც კერძო სექტორის, ასევე, სხვა ყველა დაინტერესებული პირის შენიშვნა/კომენტარი. ორკვირიანი საჯარო განხილვის შემდეგ, დოკუმენტი წარედგინება მთავრობას და გამოქვეყნდება მისი საბოლოო ვერსია.“- ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)