14:32 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-11 12:50:43, 1376 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრე დააკავეს

რუსეთში ალექსეი ნავალნის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის რეგიონული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ლილია ჩანიშევა დააკავეს. -  ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ვლადიმირ ვორონინი ავრცელებს.

სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. 

39 წლის ლილია ჩანიშევა პირველია, ვინც ნავალნის გარემოცვაში ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს.

ჩანიშევას ბრალის დადასტურების შემთხვევაში 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

სასამართლოზე ბრალდების მხარემ თქვა, რომ ჩანიშევა რუსეთის დატოვებას აპირებდა.
ვორონონის თქმით, მოსამართლე 20 წუთი განიხილავდა ჩანიშევას საქმეს და არ გაითვალისწინა, ბრალდებულის არგუმენტები ორსულობის შესახებ.

სექტემბერში საგამოძიებო კომიტეტმა ალექსეი ნავალნის და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ ექსტრემისტული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ოქტომბერში ეს საქმე გააერთიანეს ნავალნის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ 4 საქმესთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics