|
2021-10-26 15:19:39, 1030 ნახვა
მსოფლიო
იაპონიის პრინცესა მაკო კოლეჯის შეყვარებულზე დაქორწინდა, რითაც მან სამეფო ტიტულზე უარი თქვა
იაპონიის პრინცესა მაკო ცოლად გაჰყვა კოლეჯის შეყვარებულს კეი კომუროს - რითაც პრინცესამ დაკარგა სამეფო სტატუსი.- ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. იაპონიის კანონმდებლობის თანახმად, სამეფო ოჯახის მდედრობითი სქესის წევრები კარგავენ სტატუსს , „უბრალო“ არა დიდგვაროვან ადამიანებზე ქორწინების შემდეგ, თუმცა მამრობითი სქესის წევრები არა. პრინცესა მაკომ ასევე უარი თქვა სამეფო ქორწილის რიტუალებზე და ოჯახის მხრიდან ფინასნურ დახმარებაზე. სავარაუდოდ, წყვილი ქორწილის შემდეგ აშშ-ში გადავა საცხოვრებლად, სადაც , კომურო ადვოკატად მუშაობს. ამის გამო მათ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წყვილს მეგან მარკლის და პრინც ჰარის ადარებენ ,ახალდაქორწინებულებს მეტსახელად "იაპონიის ჰარი და მეგანიც" უწოდეს. კომუროს ხშრად აკრიტიკებდნენ მისი ჩაცმულობის, ვარცხნილობისა და სხვადასხვა სოციალური ეტიკეტის დარღვევის გამო. იაპონელები თვლიდნენ, რომ ის არ იყო ღირსეული პარტნიორი იმპერატორის დისშვილისთვის. მეტიც, წყვილის დაქორწინების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაც კი გაიმართა.
კომურომ დაამატა, რომ მას უყვარს პრინცესა მაკო და სურს მასთან ერთად გაატაროს ცხოვრება. "მე მიყვარს მაკო. ჩვენ მხოლოდ ერთ სიცოცხლეს ვიღებთ და მინდა გავატაროთ ის მასთან, ვინც მიყვარს, ძალიან ვწუხვარ, რომ მაკო ცრუ ბრალდებების გამო ფსიქიკურად და ფიზიკურად ცუდ მდგომარეობაშია“.- განაცხადა კომურომ AFP-სთან საუბრისას. ქორწილს ესწრებოდნენ პრინცესა მაკოს მშობლები პრინცი ფუმიჰიტოსი და პრინცესა კიკო.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)