|
2021-10-25 14:58:49, 1189 ნახვა
მსოფლიო
ვილნიუსის მერია და პოლიცია განიხილავს, უნდა იყოს თუ არა ქვეითთა გადასასვლელები ლგბტ დროშის ფერებში მოხატული
ლიტვის დედაქალაქ, ვილნიუსში პოლიცია და ქალაქის მერია ერთმანეთს დაუპირისპირდა, ისინი განიხილავენ უნდა იყოს თუ არა ქვეითთა გასასავლელი ლგბტ დროშის ფერებში მოხატული.- ინფორმაციას “Euronews”-ი ავრცელებს. მათი ცნობით, ქალაქის საკრებულოს სურს შეინარჩუნოს ნახატები, რათა მათ, ამით ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების მიმართ მხარდასაჭერა გამოხატონ, მაგრამ პოლიცია ამბობს, რომ ეს ეწინააღმდეგება საგზაო მოძრაობის წესებს. „აღნიშნული გადასასვლელი ასახავს ვილნიუსის, როგორც ტოლერანტული ქალაქის პოზიციას და ფერადი ელემენტები გადასასვლელზე არ აფერხებს და არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს”, - თქვა პაულიუს ვაიტკენასმა, ვილნიუსის საქალაქო საბჭოს კომუნიკაციების სპეციალისტმა. მისი განმარტებით ,მსგავსი სიმბოლოები, რომლებიც ასახავს ცისარტყელას ფერებს, გავრცელებულია ქუჩებში მთელს ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. პოლიცია „Euronews“-ისთვის გაგზავნილ ვრცელ პასუხში ამტკიცებდა, რომ მსგავის მოხატულობა არ შეესაბამებოდა ლიტვის რამდენიმე კანონსა და რეგულაციას. „ქუჩებზექვეითთა გადასასვლელები უნდა იყოს „გზებსა და ქუჩებზე ქვეითთა გადასასვლელების წესების“ შესაბამისად, რომელიც დამტკიცებულია ლიტვის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მიერ 2020 წელს“, - თქვა იულია სამოროკოვსკაიამ, ვილნიუსის ოლქის უფროსის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა. პილიმოს ქუჩაზე გადასასვლელი პირველად ლგბტ ფერებში 2018 წელს შეიღება. პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდარზე ორი პირი დააჯარიმეს.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)