|
2021-10-21 16:27:02, 1165 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება სახიფათო ნაბიჯი იქნება, რომელსაც შედეგი მოჰყვება
უკრაინის ნატოში გაწევრიანება იქნება, "უკიდურესად სახიფათო ნაბიჯი" და აიძულებს რუსეთს მიიღოს საპასუხო ზომები- ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ გააკეთა მანამდე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინის მისწრაფებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ. რუდენკომ კომენტარი გააკეთა ამერიკელი მინისტრის სიტყვებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი შეფასებები ისმის ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან. თუმცა, ჩვენ ყურადღებას არა ოფიციალურ პოზიციას, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს ვაქცევთ. ვთვლით, რომ ეს საკმაოდ საშიში ნაბიჯი იქნებოდა, რომელიც რუსეთს საპასუხო ქმედებას აიძულებდა- განაცხადა რუდენკომ რია ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში. დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არ ჩაერევა უკრაინასა და ალიანსის წევრებს შორის მოლაპარაკებებში და დასძინა, რომ "ნებისმიერ ნაბიჯს ექნება შედეგი". "ვინაიდან ეს არის მოლაპარაკებები ნატოსა და უკრაინას შორის, მათი გადასაწყვეტია როდის და რა არის საჭირო, მაგრამ ჩვენ ერთგვარად გავაფრთხილეთ ისინი. ნატომ იცის ჩვენი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით", - თქვა რუდენკომ.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)