19:41 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 13:43:01, 1074 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის პრეზენტაციას ევროკავშირის დელეგაცია და დიპლომატები დაესწრნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის პრეზენდაცია გამართა, რომელსაც ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი, ლორენს მერედიტი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი,  კარლ ჰარცელი და ევროკავშირის დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.

„ევროკავშირის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში გვექნება საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია, დოკუმენტი, რომელიც 2030 წლამდე პერიოდზეა გათვლილი და მოიცავს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგის განვითარების მწყობრ გეგმას. ევროკავშირის დელეგაციისა და დიპლომატების, ბატონი ლორენს მერედიტის და ბატონი კარლ ჰარცელის დაინტერესება საქართველოს საზღვაო სექტორით და საზღვაო სტრატეგიით ხაზი უსვამს ევროკავშირის მიერ რეგიონის მხარდაჭერას და შავი ზღვით კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას," - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა ევროკავშირის დელეგაციას ბათუმის საზღვაო ნავსადგური და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი დაათვალიერებინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics