|
2021-10-19 16:57:10, 986 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთმა ბალარუსის საზღვარზე სამხედროების რაოდენობა გაზარდა
ბელარუსია- პოლონეთის საზღვარზე თითქმის 6000 პოლონელი ჯარისკაცია მობილიზებული, მათი რაოდენობა სხვა დროსთან შედარებით გაორმაგებულია, ისინი საზღვარს უკანონო მიგრანტებისგან იცავენ -ინფორმაციას „Reuters”-ი ავრცელებს. "თითქმის 6 000 ჯარისკაცი, მე-16, მე-18 და მე-12 დივიზიებიდან, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მსახურობს. ჯარისკაცები მესაზღვრეებს ეხმარებიან, ქვეყნის საზღვრის დაცვასა და უკანონო გადაკვეთების აღკვეთაში", – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი. მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის 612 მცდელობა დაფიქსირდა. მესაზღვრეების თქმით, ოქტომბერში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა მიგრანტებმა 9 600-ჯერ სცადეს. ევროკომისია და ვარშავა აცხადებენ, რომ მიგრანტების ნაკადის ხელოვნური ზრდა ბელორუსმა მოაწყო, როგორც ჰიბრიდული ომის ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ზეწოლა მოახდინოს ევროკავშირზე მინსკის მიმართ დაწესებული სანქციების გამო. ბელორუსმა აღნიშნული ბრალდებები უარყო.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)