|
2021-10-18 16:21:13, 887 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი ნატო-ში საკუთარ წარმომადგენლობას ხურავს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი, ნატო -ს ოფისის მუშაობას 1 ნოემბერს შეაჩერებს - აღნიშნულ ინფორმაციას „რია ნოვოსტი.“ავრცელებს. რუსეთი აუქმებს თავისი თანამშრომლების აკრედიტაციას. გარდა ამისა, ნატოს საინფორმაციო ბიურო მოსკოვში იხურება. ლავროვის განცხაადებით რუსეთთან ნატოს კონტაქტებისთვის ალიანსმა უნდა მიმართოს ბელგიაში რუსეთის საელჩოს. „რუსეთი აღარ მოაჩვენებს თავს, თითქოს უახლოეს მომავალში შესაძლებელია ნატო-სთან ურთიერთობის შეცვლა რამე ფორმით". - განაცხადა სერგეი ლავროვმა. 6 ოქტომბერს ნატომ რვა რუსი დიპლომატი გააძევა. „ეს გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ მოვლენასთან, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ რუსეთის მავნე საქმიანობის ზრდას და, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება სიფხიზლე”, - განმარტა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)