|
2015-01-06 11:50:20, 4404 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ნოდარ ხადური: ლარის გაცვლითი კურსის ნახტომისებური ცვლილებები არ უნდა მოხდეს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარის კურსის ნახტომისებური ცვლილებები არ უნდა მოხდეს. ამის შესახებ ხადურმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. ხადურის თქმით, გაცვლით კურსზე როგორც საგარეო, ისე საშინაო ფაქტორები მოქმედებს. „ლარის გაცვლითი კურსის ნახტომისებური ცვლილებები არ უნდა მოხდეს, არც საქართველოს ეროვნულ ბანკს, არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის განმავლობაში არ გაუზრდია მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა იმდენად, რომ ამას გამოეწვია ლარის გაცვლითი კურსის რყევა. წელს ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 3,9%-იანი ბიუჯეტის დეფიციტი, თუმცა ბიუჯეტის დეფიციტი იმის გამო, რომ ჩვენ გადავაჭარბეთ ბიუჯეტს, არის გაცილებით ნაკლები, ამას დავთვლით და გამოვაქვეყნებთ. მომავალი წელი 3%-ში გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)