|
2021-10-14 16:33:23, 874 ნახვა
მსოფლიო
„თალიბანი“ მოსკოვში დაგეგმილ მოლაპარაკებებს შეუერთდება
ე.წ. მოსკოვის ფორმატის მოლაპარაკებებზე ავღანეთთან დაკავშირებით, მომავალ კვირას თალიბანის დელეგაცია მოსკოვში ჩავა. მოსკოვის მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ ჩინეთი, პაკისტანი, ინდოეთი და ირანი. შეგახსენებთ, რომ ავღანეთის მთავრობა მძიმე ეკონომიკური კრიზისს განიცდის. რომელიც გამოწვეულია საერთაშორის სავალუტო ფონდის მიერ აქციების გაყინვით და აშშ-ს მხრიდან დაწესებული ეკონომიკურ სანქციებით. საერთაშორისო შეზღუდვების ფონზე პუტინმა მოუწოდა დასავლეთს ავღანეთზე დაწესებული სანქციები მოეხსანთ. მან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის [SCO] კონფერენციაზე რეგიონში მშვიდობიანი გარემოს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის, ითანამშრომლოს ავღანეთის ახალ მთავრობასთან, რომელიც ტერორისტებითა და საერთაშორისო ძებნილებითაა შემდგარი. პუტინის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ თალიბანსა და ავღანეთზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის საკითხი უნდა განიხილოს და ახალ მთავრობას გაყინული აქტივები დაუბრუნოს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)