|
2021-10-10 13:00:13, 1032 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთში მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა არჩევნები წააგო
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა აღიარა საპარლამენტო არჩევნებში ANO ცენტრისტული მოძრაობის დამარცხება. დამარცხების მიუხედავად, ის დარჩება ქვედა პალატაში წარმოდგენილი უძლიერესი პარტია და მიიღებს პარლამენტის 200 ადგილიდან არანაკლებ 70 -ს. "ორმა დემოკრატიულმა კოალიციამ უმრავლესობა მოიპოვა და შესაძლებლობა აქვთ მთავრობა ჩამოაყალიბონ." – თქვა პეტრ ფიალამ გამარჯვებული კოალიციის ლიდერმა და პრემიერმინისტრობის კანდიდატმა. საპარლამენტო არჩევნებისთვის ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან უფრო ახლოს არის, არჩევნებამდე, განსხვავებების მიუხედავად, პოპულისტი ბაბიშის წინააღმდეგ ორი კოალიცია ჩამოაყალიბა. პოლიტიკური ანალიტიკოსის მიკაელ კლიმას შეფასებით, არჩევნების შედეგები ბაბიშისთვის დიდი მარცხია, "ჩეხეთის პოლიტიკის აბსოლუტური ცვლილებას" ნიშნავს და "დასავლეთ ბანაკში ქვეყნის პოზიციას ამყარებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)