|
2021-10-06 15:27:40, 805 ნახვა
ეკონომიკა
სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 48 %-ით, რეისების რაოდენობა კი 64 %-ით აღდგა
პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.- ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორიოს აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სექტემბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა. 2021 წლის სექტემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 43,926 მგზავრს მოემსახურა. (2019 სექტემბერი - 91,713 მგზავრი).
,,დღეის მდგომარეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამი ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს 20 მიმართულებით, მათ შორის ყაზახეთის 4 და ევროპის 15 მიმართულებით. სექტემბერში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 163 პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. 31 ოქტომბრიდან კი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით აღადგენს პირდაპირ ფრენებს. ეს იქნება ერთადერთი პირდაპირი მიმართულება, რომლითაც საქართველო ესპანეთის სამეფოს დაუკავშირდება,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. „ოქტომბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 121 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 47 რეგულარული რეისი შესრულდება. „-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)