|
2021-10-06 12:34:41, 1308 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტის წევრები ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საერთაშორისო დევნის დაწყებას ითხოვენ
ევროპარლამენტის წევრები ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საერთაშორისო დევნის დაწყებას ითხოვენ. ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ ლუკაშენკომ პირადად გასცა ოპოზიციონერი დემონსტრანტების უკანონო დაკავების და წამების ბრძანება. ამასთანავე, ისინი აღნიშნავენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს ბელარუსში რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს, რომელთაგან სულ მცირე 700 ადამიანი კვლავ საპატიმროშია. ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ალექსანდრ ლუკაშენკო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადაეცეს. კუბილიუსის პოზიციას მხარი დაუჭირა გერმანელმა დეპუტატმა, სერგეი ლაგოდინსკიმ, რომელმაც თქვა, რომ სამართალწარმოება წამების საქმეებზე უნდა დაიწყოს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)