16:46 - 04 Jul, 2026
|
2021-09-30 10:52:04, 592 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლი იანს შეხვდა. ვირტუალურ ფორმატში საუბარი შეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის გრანტით და ტექნიკური მხარდაჭერის სახით ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ ურთიერთობებს და პარტნიორობას რეგიონულ ჭრილში, განსაკუთრებით, „ერთი სარტყელი, ერთი გზა" ინიციატივის ფარგლებში. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ის პროექტები, რომლებიც ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. ჩინურმა მხარემ დაადასტურა მზაობა, მომავალშიც მხარი დაუჭიროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში თანამშრომლობას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)