|
2021-09-29 14:52:36, 1398 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის „როსკომნადზორი“ YouTube-ს დაბლოკვით ემუქრება
YouTube– მა „Russia Today"-ის გერმანულენოვანი ორი არხი წაშალა - ამის შესახებ ინფორმაციას „TASS“-ი ავრცელებს. საპაუსხოდ რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ „როსკომნადზორმა“ Google-ს მიმართა და „Russia Today"-ის გერმანულენოვანი არხებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა მოსთხოვა YouTube- მა ამის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია , რომ არხები კორონავირუსის პანდემიის დროს ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო წაიშალა. „Russia Today“– მ მიიღო გაფრთხილება შინაარსის ატვირთვისთვის, რომელიც არღვევს ჩვენს პოლიტიკას სამედიცინო ცრუ ინფორმაციის შესახებ, არხის მფლობელები ცდილობდნენ შეზღუდვების გვერდის ავლას“- ნათქვამი YouTube- ის განცხდებაში. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ პირობა დადო, რომ დეპარტამენტი პასუხს გასცემს „Russia Today“ არხების მოხსნის სიტუაციას. ზახაროვას თქმით, ამერიკულ კომპანიებს არ სჭირდებათ მიზეზი, ცენზურისთვის და იმ მასალის დაბლოკვისთვის რაც მათ არ მოსწონთ. 28 სექტემბერს, „Russia Today“– ს“ მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა გამოაცხადა, „Russia Today“– გერმანულენოვანი არხები იყვნენ მეოთხე ყველაზე გავლენიანი გერმანულენოვანი მედია საშუალებები და უფრო პოპულარული იყო ვიდრე ბევრი "გერმანული გიგანტი".
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)