|
2021-09-28 12:08:21, 1179 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრა
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზით აიცრა. ბაიდენი ფაიზერით პირდაპირ ეთერში თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ აიცრა. "ბუსტერ" დოზა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის მეტი ადამიანის ვაქცინაცია", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასულ კვირას მხარი დაუჭირა ფაიზერ/ბიონტექის ვაქცინის დამატებითი დოზის გამოყენებას 65 წელზე უფროსი ასაკის ამერიკელებისთვის, თანმხლები დაავადების მქონე მოზრდილებისთვის, ასევე მათთვის, ვინც, სამსახურის გამო, დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. ამ ჯგუფებს ვაქცინის ბუსტერ დოზის მიღება, მეორე დოზით აცრიდან, 6 თვის შემდეგ შეუძლიათ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)