|
2021-09-27 18:15:16, 1232 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრე ლუკაშენკო - საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული მდგომარეობა ჰუმანიტარული კატასტროფაა
ბელარუსის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს როგორც ჰუმანიტარული კატასტროფა, - ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უსაფრთხოების, თავდაცვისა და სამართალდამცავი უწყებების მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე გააკეთა. როგორც ლუკაშენკო განმარტავს, მეზობელმა პოლონეთმა,ლიეტუვამ და ლატვიამ , საზღვარზე დაწესეს საგანგებო მდგომაროება არავის უშვებენ ქვეყანაში. შესაბამისად ვერავინ იტყვის , როგორ იღუპება ხალხი იქ. "მოდი განვიხილოთ რა უნდა გააკეთოს შემდეგ. მიუღებელია ხალხის ტანჯვა. ჩვენ მათ მივაწოდეთ ტანსაცმელი, საკვები და შეშა, ასევე კარვები. თუმცა, ისინი ზამთარში გაიყინებიან. ამ ადამიანებმა ათასობით კილომეტრი გამოიარეს, მოკლედ, საზღვარზე არის ჰუმანიტარული კატასტროფა", - აღნიშნა ლუკაშენკომ. ლუკაშენკომ მიგრაციის პრობლემაზე პასუხისმგებლობა მთლიანად მეზობე ქვეყნებს დააკსირსა,მისივე თქმიტ, ეს ვქყენები ცუდად ექცევიან მიგრანტებს. მან უარყო გავრცელებული მოსაზრებები, რომ ბელოსურსი სპეციალურად უშვებს მიგრანტებს საზღვართან . ლუკაშენკოს განმარტებით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო ქვეყანას „არც ფული აქვს და არც ძალა“ ხალხის ნაკადის შესაკავებლად.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)