|
2021-09-26 23:37:36, 1234 ნახვა
მსოფლიო
ეგზიტპოლი: გერმანიის არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტია 0.2 % ლიდერობს
ARD-ის ეგზიტპოლის თანახმად, გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატის, ბუნდესტაგის არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტია მცირე უპირატესობით – 25%-ით ლიდერობს (202 ადგილი ბუნდესტაგში). შემდეგი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიაა 24.5%-ით (197 ადგილი).
არჩევნების შედეგებით გადაწყდება, ვინ გახდება გერმანიის შემდეგი კანცლერი. აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის პოპულარობა შემცირებულია. არსებული მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობა აქვს სოციალისტურ მემარცხენე პარტიას, რომელსაც ხმების ხუთი პროცენტი აქვს. პროგნოზების მიხედვით, არჩევნების ყველაზე დიდი გამარჯვებულები მემარცხენე-ცენტრისტული პარტიები არიან. ანგელა მერკელის წასვლის ფონზე, კონსერვატიულმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, წინა არჩევნებთან შედარებით, რვა პროცენტით ნაკლები აიღო და თუ ეს მონაცემები საბოლოო შედეგებს დაემთხვევა, ეს იქნება კონსერვატიული კავშირის ყველაზე ცუდი შედეგი 1949 წლის შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)