|
2021-09-24 13:32:58, 746 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა“ „გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრი გახდა
„თეგეტა“ „გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეთა მოტორსი“ ავრცელებს. „გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრობის შეთანხმებას თეგეტა მოტორსმა ხელი ახლახან მოაწერა. გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) წარმოადენს მსოფლიოში ყველაზე დიდ კორპორაციულ ინიციატივას, რომელიც წევრ ორგანიზაციებს მოუწოდებს მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი საქმიანობა, დაიცვან ათი გლობალური ძირითადი პრინციპი ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, „თეგეტა მოტორსისთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ არის დამატებითი საქმიანობა და ეს კომპანიის განუყოფელი ნაწილია. წლების განმავლობაში კომპანია განსხვავებულ CSR პროექტებშია ჩართული და საინტერესო ინიციატივებს ლობირებს - გარემოს დაცვის, განათლების, ინოვაციებისა და გენდერული საკითხების მიმართულებით.
როგორც, თეგეტა მოტორსის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნათიკა ბერძული აღნიშნავს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრობა „თეგეტა მოტორსისთვის“ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ეს პლატფორმა წევრი კომპანიებისთვის მეტი მხარდაჭერის, საერთაშორისო და საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, „თეგეტა მოტორსი“ წელს „სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოს“ მონაწილეთა სიაშია. დაჯილდოების რიგით მეოთხე ცერემონია - „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი,” შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)