|
2021-09-24 12:00:10, 1085 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გარკვეული ჯგუფებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის ნებართვა გასცა
დღეიდან მილიონობით ამერიკელს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შესაძლებლობა ექნება. - ამის შესახებ შესაბამისი ნებართვა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასცა. ექსპერტების განცხადებით, ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდებულია როგორც 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ისე 50-დან 64 წლამდე პირებისთვის, რომელთაც მძიმე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ. „ფაიზერის“ დამატებითი დოზის გაკეთება დაშვებული იქნება მეორე დოზით აცრიდან ექვს თვეში. ამასთან, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის საექსპერტო ჯგუფმა „ფაიზერის“ მესამე დოზით 18-დან 49 წლამდე იმ მოქალაქეების აცრის რეკომენდაციას მხარი არ დაუჭირა, რომლებიც სამედიცინო სფეროში მუშაობენ ან სხვა სარისკო პროფესიას წარმოადგენენ, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი არ დაეთანხმა საექსპერტო ჯგუფის გადაწყვეტილებას და აღნიშნული რეკომენდაცია მაინც გასცა. ცნობისთვის, სრულად ვაქცინირებულია 182 მილიონი ამერიკელი, რაც მოსახლეობის 55%-ია.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)