|
2021-09-22 15:37:38, 1121 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის პირველ თანაშემწეს ავტომობილი დაუცხრილეს - დაჭრილია მძღოლი
კიევის რეგიონში, დაუდგენელმა პირებმა უკრაინის პრეზიდენტის პირველი თანაშემწის სერგი შეფირის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, მომხდარს შედეგად, მძღოლი დაიჭრა.-ამის შესახებ უკრიანული მედია იუწყება. მედიის ინფორმაციით,მანქანას 10 -ზე მეტი ტყვია მოხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევა კიევ-სვიატოშინსკის რაიონის სოფელ ლესნიკის მახლობლად მოხდა. ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს მომხდარის შესახებ უფრო დეტალურად საუბარზე. „უკრაინის პრავდას“ ცნობით, ინციდენტის შედეგად თავად შეფირი არ დაშავებულა. გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა უკვე მივიდა შემთხვევის ადგილზე. შეგახსენებთ, რომ თავად ზელენსკი ამ დროს სამუშაო ვიზიტით იმყოფება ნიუ იორკში, სადაც დაგეგმილია მისი გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მასთან ერთად, სხვა ოფიციალური პირები გაფრინდნენ შეერთებულ შტატებში, მათ შორის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)