|
2021-09-21 10:21:18, 812 ნახვა
მსოფლიო
რამზან კადიროვმა საკუთარი რეკორდი მოხსნა და არჩევნებში 99.7% აიღო
ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედმა ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა არჩევნებში 99.7% აიღო. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, რეგიონში ხმების 100%-ია დათვლილი. წინა არჩევნებზე, 2016 წელს კადიროვმა ხმების 97.56% მიიღო. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, რეგიონში ხმების 100%-ია დათვლილი. წინა არჩევნებზე, 2016 წელს კადიროვმა ხმების 97.56% მიიღო. 16-19 სექტემბერს რუსეთში დუმის არჩევნები ჩატარდა, სხვადასხვა რეგიონებში ასევე გუბერნატორებსა და ავტონომიური რესპუბლიკების ლიდერებს ირჩევდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მმართველი პარტია ერთიანი რუსეთი იმარჯვებს. უწყების ცნობითვე, კადიროვის კონკურენტმა, რუსეთის ფედერაციის "კომუნისტური პარტიის" კანდიდატმა, ხალიდ ნაკაევმა ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 0,12% მიიღო. გროზნოს ყოფილ მერს, ჩეჩნეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, ისა ხაჯიმურადოვს, რომელიც პარტიის "სამართლიანი რუსეთი-სიმართლისთვის" სახელით იყრიდა კენჭს, ამომრჩეველთა 0,15%-იანი მხარდაჭერა აქვს. რუსული ანტიკრემლისტური მედიის ცნობით, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ჩეჩნეთის ლიდერმა, რომელიც "სრული კონტროლის მოყვარულია, თადარიგი რამდენიმე კვირით ადრე დაიჭირა, საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად, ყველა ზომაა მიიღო. გამარჯვება უეჭველი გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ 100%-ს მაინც სხვა ხიბლი აქვს, როცა კადიროვი ხარ".
პაპუაშვილი ფიშერზე: აუხსნას ვინმემ, რომ არ ვაპირებთ უკრაინა-მოლდოვის EU-ის გზას დავადგეთ
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)