|
2021-09-20 15:31:10, 480 ნახვა
მსოფლიო
კუბა მსოფლიოს პირველი ქვეყანაა, სადაც მასობრივი ვაქცინაცია 2 წლის ასაკიდან ბავშვებში დაიწყო
სექტემბერში კუბა გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა , სადაც კრონავირუსის წინააღმდეგ 2 წლის ასაკიდან ბავშვთა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო .-ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არაა, ათასობით მშობელს მიჰყავს ბავშვი ასაცრელად. ”მე დამშვიდებული ვარ, ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ავადდება და ვაქცინით ჩვენ უფრო დაცულები ვართ."-განუცხადა CNN-ს ერთ-ერთმა მშობელმა, რომელმაც თავსი 4 წლის შვილი აცრა. კლინიკის ადმინისტრაციის განცხადებით, ერთი დღის განმავლობაში ჰავანაში, საავადმყოფოში, სადაც მედიასაშუალებები მიიწვიეს ვაქცინაციის პროცესის გადასაღებად, 3 -დან 5 წლამდე 230 -ზე მეტი ბავშვი აიცრა. დელტას ვარიანტის ჩამოსვლასთან ერთად კუბაში ბავშვებში შემთხვევები გაიზარდა, რის გამოც სკოლებში სწავლა ვერ აღდგა. ეს საკმაოდ დიდ პრობელმას წამროადგენს კუბელებისთვის, რადგან ისინი დისტანციურ სწავლას ვერ ახერხებენ, ინტერნეტიცაზიის დაბალი მაჩვენებლის გამო. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, კუბაში, სულ მცირე, 117 500 არასრულწლოვანს დაუდგინდა კოვიდ-19. კუბის „მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ“ , მიიღო თანხმობა სამი ადგილობრივი ვაქცინის გადაუდებელ გამოყენებაზე, რაც კუბელი მეცნიერების აზრით, ძალზე ეფექტურია კორონავირუსის შედეგად გამოწვეული სერიოზული ავადმყოფობისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. „ჩვენ მოვუწოდებთ კუბელებს აიცრან და აცრან თავიანთი შვილები. ჩვენ გვაქვს 100% კუბური ვაქცინა."-განაცხადა განათლების ვიცე -მინისტრმა ევგენიო გონსალეს პერესმა.
პაპუაშვილი ფიშერზე: აუხსნას ვინმემ, რომ არ ვაპირებთ უკრაინა-მოლდოვის EU-ის გზას დავადგეთ
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)