|
2021-09-17 15:48:54, 678 ნახვა
მსოფლიო
ისრაელში ჩატარებული კვლევა - პირები, რომლებმაც მესამე დოზა მიიღეს, ვირუსის გართულებისგან 20-ჯერ მეტად არიან დაცულები
ისრაელში ჩატარებულმა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ პირებს, რომლებმაც მიიღეს კორონავირუსუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა, თითქმის 20-ჯერ უფრო მეტად არიან დაცული სერიოზული გართულებისგან და 10-ჯერ უფრო მეტად არიან დაცულნი ინფიცირებისგან.-ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემა ჯანდაცვის სამინსიტოს კვლევას ეყრდნობა, რომელიც ოთხშაბათს გამოაქვეყნა „New England Journal of Medicine“– მა და აჩვენებს, რომ „ფაიზერისა“ და ბიოტექის“ ვაქცინის მესამე, ე. წ „ბუსტერ დოზის“ მიღებიდან მინიმუმ 12 დღის შემდეგ, ინფიცირების შანსი 11.3-ჯერ ნაკლებია. კვლევა ჩაატარეს „ვაიცმანის მეცნიერების ინსტიტუტის“ მკვლევარებმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, „ებრაულმა უნივერსიტეტმა“, „შებას სამედიცინო ცენტრმა“ და „KI ინსტიტუტმა.“ კვლევამ 1 მილიონზე მეტი ისრაელის მოქალაქე მოიცვა. შეგახსენებთ, რომ ისრაელი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალურად შესთავაზა მესამე დოზა თავის მოქალაქეებს . თავდაპირველად იგი 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი . ამაშჯამად 12 წლიდან ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლებელია ე.წ „ბუსტერ“ დოზის მიღება. ამჟამინდელი მონაცმეებით, თითქმის 3 მილიონმა ადამიანმა მიიღო მესამე დოზა.
პაპუაშვილი ფიშერზე: აუხსნას ვინმემ, რომ არ ვაპირებთ უკრაინა-მოლდოვის EU-ის გზას დავადგეთ
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)