14:03 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 18:45:51, 828 ნახვა

სამართალი
ბათუმში, 9 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის ბრალდებით, 50 წლამდე ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბათუმში, ცხრა წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის ბრალდებით, 50 წლამდე ქალი დააკავა.

 გამოძიება დაკავებულ ქალს "სისხლის სამართლის კოდექსის" 115 მუხლით ედავება.

არსებული ინფორმაციით,55 წლის ქალი 9 წლის გოგონაზე სისტემატიურად ძალადობდა და აბულინგებდა.

ბათუმში, ბარათაშვილის 55 ნომერში მცხოვრებლები 5 ოჯახი საცხოვრებელ სახლზე დაობს. სახლში ქირით მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი კი აცხადებს, რომ ერთ- ერთი თანამესაკუთრე  არასრულწლოვნებს გამუდმებით აბულინგებდა, რის გამოც არაერთხელ მიმართეს სამართალდამცავებს რეაგირებისათვის

9 წლის მოზარდი დედასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

 დაკავებული ქალი აღნიშნულ  ფაქტს უარყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics