11:39 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 15:26:19, 685 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსი ოპოზიციონერები, მარია კოულესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი, სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ორი წამყვანი ოპოზიციური ფიგურა, მარია კოულესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი, ბელარუსის სასამართლომ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობისთვის დამნაშავედ ცნო.

პროტესტის ორგანიზატორი მარია კოულესნიკოვა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ადვოკატ მაქსიმ ზნაკი 10 წლით.

კოლესნიკოვამ და ზნაკმა უარყვეს მათ მიმართ წაყენებული ბრალდება და სასამართლო პროცესი შეაფასეს როგორც ცრუ და მოჩვენებითი. მათი ადვოკატების თქმით, ისინი გაასაჩივრებენ განაჩენს.

კოლესნიკოვა უკვე 11 თვეზე მეტია გისოსებს მიღმაა. 

ეს სასამართლო პროცესი დახურული იყო საზოგადოებისთვის, ბრალდებულთა ადვოკატებს ეკრძალებოდათ საქმის ნებისმიერი დეტალის გამჟღავნება.

მაქსიმ ზნაკმა BBC– ს განუცხადა, რომ პროცესის დახურულ კარს მიღმა  მტკიცებულებების ნაკლებობის გამო ჩატარდა.  

„მხოლოდ ერთი მიზეზი იყო, რის გამოც სასამართლო ფარულად მიმდინარეობდა, ისაა,რომ  ბრალდება არ არსებობს.“-განაცხადა ზნაკმა.

თვეების განმავლობაში ბელორუსი ხალხი აპროტესტებდა 2020 წლის აგვისტოს არჩევნების შედეგებს. რომელსაც ევროკავშირი, აშშ და გაერთიანებული სამეფო გმობს და არ აღიარებს.

 პრეზიდენტ ლუკაშენკოს ბრძანებით, ათიათასობით დემონსტრანტი დააპატიმრეს და ბევრი სასტიკად სცემეს.  დაახლოებით 650  დაკავებული პოლიტპატიმრად ითვლება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics