|
2021-08-26 12:21:22, 729 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთი აუცრელი მოსახლეობისთვის მკაცრ რეგულაციებს აწესებს
საბერძნეთი მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვს მიღებული, ახალ რეგულაციებს აწესებს. - ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებული პირები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ უკანასკნელ ექვს თვეში კორონავირუსის გადატანის ან აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ყოველკვირეულად მოუწევთ საკუთარი ხარჯებით სწრაფი ტესტის გაკეთება. ის პირებმა, რომლებიც დასაქმებულნი არიან საგანმანათლებლო, ტურიზმის, სარესტორნო ან გართობის სექტორში სწრაფი ტესტი კვირაში ორჯერ უნდა ჩაიტარონ. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზეც. აუცრელებს კინოთეატრებში, მუზეუმებში, თეატრებსა და სპორტულ დარბაზებში შესვლა მხოლოდ 48 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ტესტის საფუძველზე შეეძლებათ. გარდა ამისა, ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკაციას გარეშე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობისათვის აუცილებელია სწრაფი ტესტზე ნეგატიური პასუხის წარდგენა. ჯანდაცვის მინისტრის, ვასილის კილილიასის განმარტებით, რეგულაციების არ არის სადამსჯელო ხასიათის და ის აუცრელი მოსახლეობის შევიწროებას არ ისახავს მიზნად, არამედ მთავრობა ცდილობს, წაახალისოს ვაქცინაციის კამპანია და შეზღუდოს ვირუსის გავრცელება. ბოლო მონაცემებით, საბერძნეთის მოსახლეობის თითქმის 60% აცრილია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით მაინც.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)