|
2021-08-21 10:20:44, 829 ნახვა
ეკონომიკა
რთველი 2021-ის ორგანიზებულად ჩატარებისთვის, ყველა შესაბამისი რესურსი მობილიზებულია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, ქალაქ თელავში, საკოორდინაციო შტაბში, ადგილობრივი ხელისუფლების, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილე მოახლოებულ რთველთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს გაეცნო. „წელს საქართველოში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულად უხვია და 300 ათასამდე ტონას აღწევს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის განხორციელების მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უაროფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების ბოლო წლების დინამიკა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რთველის პერიოდში პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვაზე. აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა, მათ შორის, რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე ორჯერადად ვაქცინირებულია. აღინიშნა, რომ სრულ ტექნიკურ მზადყოფნაშია რთველის აღრიცხვის ონლაინ-პროგრამა, რომელიც ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს და უზრუნველყოფს ყურძნის ჩაბარების პროცესის გამჭვირვალობას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია. რთველი 2021-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობას 24 საათიანი სამუშაო რეჟიმით შეუდგა. ღვინის მწარმოებელ კომპანიებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც საკოორდინაციო შტაბში, ისე ონლაინ-რეჟიმში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)