|
2015-01-06 11:06:50, 3356 ნახვა
სამხედრო
ქართული ასეული ავღანეთში
IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. გადაბარების საზეიმო ცერემონიალი მაზარ-ი-შარიფში გერმანულ სამხედრო ბაზა "მარმალზე" გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისიის გადაბარების ცერემონიალს ჩრდილოეთის სარდლობის წარმომადგენლობა დაესწრო. შესრულდა საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები. გაძლიერებული ასეულის მეთაურმა, მაიორმა ვახტანგ ბეგოიძემ სამშვიდობო მისია ოფიციალურად გერმანული სწრაფი რეაგირების დანაყოფის მეთაურისგან გადაიბარა. მათივე ცნობით, ქართულმა ქვედანაყოფმა სამშვიდობო მისიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება უკვე სრული მასშტაბით დაიწყო. ქართველი სამხედროების ამოცანას სწრაფი რეაგირება და საპატრულო რაიონის კონტროლი წარმოადგენს. გაძლიერებული ასეული პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც "გადამწყვეტი მხარდაჭერის" ოპერაციას მაზარ-ი-შარიფში გერმანულ ბაზაზე შეასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)