2021-08-14 13:30:39, 755 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 207 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 207 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.35 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 185.6 მილიონს აღემატება. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 17 მილიონს აჭარბებს.
Worldometers-ზე განთავსებული სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ამ ეტაპზე კოვიდ19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება, მას ინდოეთი მოსდევს, მესამე ადგილზე ბრაზილიაა, რომელსაც რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,