21:12 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-12 18:24:44, 1727 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი - გარედან კომფორტში მყოფი ვითომ პოლიტიკოსი ბედავს და ცილს სწამებს მედიცინის თავდადებულ პირებს

დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან მოდის, რომელიც ემუქრება ჩვენს მოსახლეობას, დიდგორი დღესაც ჩვენი მოსაგებია, როგორც 900 წლის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი ხდება ნიშნის მოგების, პოლიტიზირებისა და ერის დაპირისპირების საგანი, რაც სრულიად მიუღებელია.

„დღევანდელი დიდგორი ანდემიასთან მოდის, რომელიც ემუქრება ჩვენს მოსახლეობას, სახელმწიფოს და რომელმაც ჩვენი 6 278 მოქალაქე უკვე იმსხვერპლა, ნუთუ ეს, ამ მცირერიცხოვანი ერისთვის არ უდრის ბრძოლის ველზე დიდ დანაკარგს? დიდგორი დღესაც ჩვენი მოსაგებია, როგორც 900 წლის წინ, უნდა ვიყოთ წინდახედულნი, გამბედავნი და ერთად შეკრულნი.  სამწუხაროა, რომ ეს საკითხიც კი გახდა ნიშნის მოგების, პოლიტიზირების და ერის დაპირისპირების საგანი. სრულიად მიუღებელია, რომ გარედან კომფორტში მყოფი ვითომ პოლიტიკოსი ბედავს  და ცილს სწამებს, შეურაცხყოფას აყენებს მედიცინის სამყაროს იმ თავდადებულ პირებს, რომლებმაც გარდა იმისა, რომ საქართველოს მედიცინა საზღვარგარეთ ასახელეს, უკვე წელიწადნახევარზე მეტია, მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ხალხს და მათი სიცოცხლის გადარჩენას. დღეს ესენი არიან ჩვენი დიდგორისეული გმირები და დიდად პატივსაცემი, თავდადებული პიროვნებები. მათ უნდა ვუთხრათ მადლობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics