2021-08-10 12:50:16, 1019 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
არსებული ინფორმაციით, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილია სოფელ სარტყელას მიმდებარე ტყის მასივში, სადაც მოქალაქეს ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო ჰქონდა განთავსებული.
არარეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია 5,2 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 10 ერთეული დაუფირნიშებელი წიწვოვანი სახეობის მორი.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),