|
2021-08-07 20:07:34, 4831 ნახვა
კულტურა
ციხის ნაცვლად კულტურის ცენტრი- თეა წულუკიანის გადაწყვეტილება
ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ორთაჭალაში, ალტერნატიული კულტურული სივრცე იხსნება.- ინფორმაცის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს უწყების ცნობით, მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობა ნებისმიერ ხელოვანს შეეძლება. პროფესიულ თუ მოყვარულ დასებს როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ სარეპეტიციო სივრცით, გამართონ სპექტაკლები, კონცერტები და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები. „ალტერნატიული კულტურული სივრცე N12" - ასეთია ამიერიდან ამ სივრცის სახელწოდება. ის 10 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალური დასის სპექტაკლით „მარინა რევია" (რეჟისორი გოჩა ხვიჩია) გაიხსნება. სპექტაკლის ჩვენებას კულტურის სფეროს მოწვეული წარმომადგენლები დაესწრებიან. - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)