|
2021-07-30 18:04:12, 660 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ახალი მექანიზმების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, 30 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა, სადაც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ბიზნესის მხარდასაჭერად ახალი სახელმწიფო პროგრამების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში," ბიზნესომბუდსმენი, ტურიზმის ადმინისტრაციის, USAID-ის, დარგობრივი ასოციაციებისა და კლასტერების 60-მდე წარმომადგენელი. ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნილი ახალი სახელმწიფო პროგრამების პრეზენტაცია შეხვედრაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარადგინა. მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის ახალი მექანიზმები სამ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს, ესენია: „ბიზნეს უნივერსალი," რომელიც გულისხმობს ერთდროულად წვდომის შესაძლებლობას სესხის თანაგარანტირებისა და სესხის თანადაფინანსების მიმართულებებზე, ასევე „ბიზნესექსპორტი & იმპორტის ჩანაცვლება," რომლის საშუალებით ექსპორტზე ან იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული მეწარმეები ისარგებლებენ როგორც ხელმისაწვდომი და დაბალპროცენტიანი საბანკო რესურსით, ასევე სპეციალური გრანტით და „ეკო და აგრო ტურისტული ობიექტების პროგრამა," რაც უზრუნველყოფს ეკო და აგრო ტურისტული ობიექტების განვითარებას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ასევე, მარკეტინგული მხარდაჭერის გზით.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)