19:30 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-26 10:21:20, 592 ნახვა

სამართალი
პირს, რომელიც თანხის სანაცვლოდ ყალბ სერტიფიკატებს გასცემდა, 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედმა, ერთ-ერთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსების გავლის გარეშე, თანხის სანაცვლოდ მოქალაქეებზე გასცა ტექნიკური სპეციალობის შემსწავლელი კურსის დამთავრების დამადასტურებელი სერთიფიკატები. 

"გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics