02:21 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 13:50:51, 1037 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე აცხადებს, რომ პრაიდის კვირეულის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიაჩნია

არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის გაკეთება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრაიდის კვირეულის ჩატარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

„გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. ჩვენ წლების წინ მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ, სადაც ყველა არის თანასწორუფლებიანი და ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ზოგადად პრაიდის კვირეულს, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის გაკეთება, იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს და შემთხვევას, რომ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება ეზღუდებოდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-5 ივლისის თბილისში პრაიდის კვირეული გაიმართება. ამასთან, 5 ივლისს დაგეგმილია „ღირსების მარში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics