|
2021-06-29 12:23:17, 662 ნახვა
კომენტარი
შალვა პაპუაშვილი მოსამართლეებზე - ადამიანების მიზანში ამოღება, დემონიზება, არ არის დემოკრატიული მიდგომა
„ადამიანების მიზანში ამოღება, დემონიზება, ეს არ არის დემოკრატიული მიდგომა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშრებით განაცხადა. პაპუაშვილი მოსამართლეების მიმართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ სასამართლო სისტემაზე ვინმემ უნდა ისაუბროს, ეს მოსამართლეები არიან. „ჩვენ ვნახეთ, რომ 300-ზე მეტი მოსამართლე იყო შეკრებილი და ერთობლივი მიმართვა მიიღეს. აქ თავისთავად პასუხი ეცემა კითხვას, არსებობს თუ არა კლანი. თუ საუბარია ძველსა და ახალ მოსამართლეებზე, სხვათა შორის 200 - ზე მეტი ახალი მოსამართლეა და მძიმე წარსულზე თუ ვსაუბრობთ, საერთოდ არ აქვთ. ეს არის ადამიანების მიზანში ამოღება, დემონიზება. როდესაც ხდება კლიშეების მიკერება და შემდეგ ამ კლიშეებით მსჯელობა, ეს არ არის დემოკრატიული მიდგომა. რატომ ვახდენთ საკითხის დემონიზაციას, რა გვაინტერესებს საერთოდ სასამართლოსგან? სასამართლოსგან ჩვენ გვინდა პროდუქტი, ხარისხიანი, დროული, სამართლიანი გადაწყვეტილებები. რატომ ვფოკუსირებთ ადამიანებზე, მოსამართლეები იქნებიან ესენი თუ სხვა, იმიტომ, რომ ადვილია დემონიზაცია. გავიხსენებ, თუ არ ვცდები ნიკა მელიას საკითხი განიხილებოდა, არ მახსოვს მოსამართლის სახელი, ქალი მოსამართლე იყო, რომელსაც უარეს, უარეს და ბოლოს რომ ვერაფერი თქვეს, მეუღლე რუსეთის მოქალაქე იყოო. სასწაული არგუმენტები მოდიოდა, მნიშვნელობა არ აქვს ვიზეა საუბარი, თანამედროვე სოცმედიის პირობებში ნებისმიერი ადამიანის დისკრედიტაცია და ნებისმიერი რამის დაბრალება შეიძლება უმარტივესად. ეს მიდგომა, რომ კადრები წყვეტენ ყველაფერს, ადამიანი არ არის და პრობლემა არ არის, გვახსოვს, რომელი ეპოქიდანაა. ეს არის წინა საუკუნის 30-იანი წლებიდან. ეს არის სტალინისტური მიდგომა, რომ ადამიანი არ არის - პრობლემა არ არის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, სისტემაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)