|
2021-06-26 22:51:45, 698 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - მოვუწოდებთ კოვიდ კლინიკებს ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი
„მოვუწოდებთ კოვიდ კლინიკებს ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მან ასევე აღნიშნა, რომ კლინიკებმა მედიკამენტის გამოყენებიისას უნდა გაითვალისწინონ ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენა. „ა.წ. 24 ივნისს აშშ FDA-იმ გასცა გადაუდებელ შემთხვევებში ტოცილიზუმაბის გამოყენების ნებართვა (Emergency Use Authorisation) გარკვეული კატეგორიის ჰოსპიტალიზებულ COVID-19-ით ავადმყოფებში (მათ შორის პედიატრიულ პაციენტებში), რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს და საჭიროებენ დამატებით ჟანგბადის მიწოდებას, არაინვაზიურ ან ინვაზიურ მექანიკურ ვენტილაციას. მანამდე FDA-ის მიერ ტოცილიზუმაბის გამოყენება რეკომენდებული იყო ზოგადად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს. ჩვენს პოსტებში არა ერთგზის აღვნიშნავდით, რომ ტოცილიზუმაბი სარწმუნოდ ამცირებს ჰოსპიტალიზებულ COVID ავადმყოფებში მექანიკური ვენტილაციის საჭიროებას და სიკვდილობის რისკს, ასევე სარწმუნოდ ამცირებს ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID პაციენტებში. აგრეთვე COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინში შეტანილი გვაქვს რეკომენდაცია მძიმე და კრიტიკულად მძიმე ჰოსპიტალიზებულ COVID პაციენტებში ტოცილიზუმაბის გამოყენების თაობაზე. ამის მიუხედავად საქართველოში დღემდე მხოლოდ 8 COVID კლინიკას აქვს გამოყენებული ტოცილიზუმაბი და მათგანაც მხოლოდ 4 COVID კლინიკა (ინფექციური საავადმყოფო, „ჩაფიძის გულის ცენტრი“, ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და „თბილისი ცენტრალი“) იყენებს ტოცილიზუმაბს სისტემატურად საჭიროების შემთხვევაში და არა ეპიზოდურად. ტოცილიზუმაბის, როგორც COVID ავადმყოფებში პოტენციურად სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტის მსგავს იგნორირებას არავითარი გამართლება არა აქვს. მითუმეტეს ახლა, როცა აშშ FDA-იმ გასცა გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა უშუალოდ COVID ავადმყოფებში (და არა ზოგადად ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს). საქართველოში უკვე გვაქვს ჰოსპიტალიზებულ COVID ავადმყოფებში ტოცილიზუმაბის გამოყენების წარმატებული პრაქტიკა. ინფექციური პათოლოგიის ცენტრი მას წარმატებით იყენებდა ჯერ კიდევ გასული წლიდან, დიდი ხნით ადრე, სანამ ა.წ. იანვარ-თებერვალში ინგლისელების დიდი კვლევების პოზიტიური შედეგები დაიდებოდა. 2020 წლის მაისში ჩვენს ცენტრში ერთ-ერთი კრიტიკულად მძიმე ავადმყოფის (ქალი, 83 წლის) წარმატებულ მკურნალობაზე მოკლე ტელეფილმიც არის გადაღებული. ბოლო ორი თვის მანძილზე „ჩაფიძის გულის ცენტრში“ ტოცილიზუმაბით უმკურნალეს 8 მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID პაციენტს და მათგან 7 პაციენტი გადარჩა. ეს ძალიან კარგი მაგალითია სხვა კლინიკებისთვის. მოვუწოდებთ COVID კლინიკებს მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენების და უკუჩვენების, აგრეთვე ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენის ზედმიწევნით გათვალისწინებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტოცილიზუმაბი ძლიერმოქმედი პრეპარატია, აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები და უკუჩვენებები. ამიტომ ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის და გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)