|
2021-06-25 23:22:42, 604 ნახვა
კომენტარი
პრემიერ-მინისტრი: ზაზა გახელაძის ინციდენტს, ისევე, როგორც განგრძობითი ოკუპაციის პირობებში მომხდარ ყველა დარღვევას, სტრასბურგის სასამართლო უკვე განიხილავს
იუსტიციის სამინისტროს მიერ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი მესამე სახელმწიფოთაშორისი სარჩელი განგრძობითი ოკუპაციის პირობებში მომხდარ ყველა ინციდენტს მოიცავს, მათ შორის - ზაზა გახელაძის საქმესაც - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 21 აგვისტოს. სარჩელში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის მკვლელობების საქმეებს, გარდა ამისა, საჩივარი ფარავს განგრძობადი ოკუპაციის პირობებში მომხდარ ყველა ინციდენტს, შესაბამისად, გახელაძის ინციდენტი მოექცა მის ფარგლებში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ საქმის განხილვაც ისეთივე წარმატებით დასრულდება, როგორც 2008 წლის ომის საქმე, რომელიც ქართულმა მხარემ ისტორიული გამარჯვებით დაასრულა. „სასამართლომ ამ სარჩელის განხილვა მიმდინარე წლის 11 ივნისს განაახლა და დარწმუნებულები ვართ, მასზე გადაწყვეტილება ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც იყო 2008 წლის ომის საქმეზე, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დავასრულეთ", - განაცხადა პრემიერმა. ე.წ. განგრძობითი ოკუპაციის საქმე საჩივარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება. აღნიშნული ქმედებები განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ გაძლიერდა და კრიტიკულ ზღვარს 2018 წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს მიაღწია. საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს. საჩივარზე წარმოება დროებით „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)" საქმეზე (ე.წ. "ომის საქმე") გადაწყვეტილების მიღებამდე იყო შეჩერებული.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)