09:30 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-10 17:59:41, 1006 ნახვა

სამართალი
შსს-მ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული დ. ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციამ, ამავე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ერთი პირი რამდენიმე დღის წინ დააკავა. 1992 წელს დაბადებულ ი. მ.-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics