|
2021-06-01 15:52:04, 472 ნახვა
კომენტარი
ლევან კაკავა: ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ყველაზე მაღალი გამტარობის საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ მალე დაუბრუნდება გლობალურ პანდემიამდე არსებულ ნიშნულს
ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ყველაზე მაღალი გამტარობის საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ მალე დაუბრუნდება გლობალურ პანდემიამდე არსებულ ნიშნულს, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ. მისი თქმით, ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან, 24 საათიან რეჟიმში, სწრაფად და შეუფერხებლად განახორციელონ როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილებისა და ბარგის კონტროლის პროცედურები. „სიმბოლურია, რომ სწორედ,სახმელეთო საზღვრის გახსნასთან ერთად, მებაჟე ოფიცრები შემოსულ მგზავრებს ახალი სამსახურებრივი ფორმებით ხვდებიან. შემოსავლების სამსახურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის ყველა გამშვები პუნქტისა და გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებს დღეიდან, საქართველოში წარმოებული ახალი უნიფორმა და სპეციალური ეკიპირება გადაეცათ“, - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)