|
2021-05-31 11:58:34, 457 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - ანტისახელმწიფოებრივი ძალები ცდილობენ პოლიციის დისკრედიტაციას, რასაც არ დავუშვებთ
სამწუხაროდ, გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის დისკრედიტაციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, დღეს პოლიცია პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებაა, რომლის მიზანმიმართული დისკრედიტაციაც დაუშვებელია. „სამწუხაროდ, გარკვეული ანტისახელმფიწოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის და პოლიციელების საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რაც ყოვლად დაუშვებელია. სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ და ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას. დღეს პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, დღეს ჩვენ გვყავს ძლიერი, გამართული, პროფესიონალი პოლიცია, ამისთვის მე კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, ჩვენ ვამაყობთ თქვენით. თქვენ გყავთ ღირსეული შინაგან საქმეთა მინისტრი. მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ პოლიციელს, გისურვებთ წარმატებას! ღმერთი იყოს თქვეი მფარველი!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)