|
2021-05-30 19:36:30, 755 ნახვა
კომენტარი
EU და აშშ-ის საელჩო - ვწუხვართ, რომ „ენმ“-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა
„ვწუხვართ, რომ „ენმ“-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა“, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეთანხმების ხელმოწერით, „ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებდა მზაობას, შეასრულოს ფუნდამენტური ამოცანები საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. „ძალიან ვწუხვართ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ შეერთებოდა სხვა საპარლამენტო პარტიებს და 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სხვა არჩეულ პარტიებთან ერთად თანაბრად პასუხისმგებელია, რომ კონსტრუქციულად ჩაერთოს პარლამენტის მუშაობაში პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხების მოსაგვარებლად, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის ხმის მისაცემად და ზედმიწევნით განსახილველად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაში მონაწილეობის მისაღებად, ბევრ სხვა პრიორიტეტს შორის. ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელსაც საქართველოს ყველა არჩეული ლიდერის პასუხისმგებლიანი მონაწილეობა სჭირდება. ამ შეთანხმების ხელმოწერით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებდა მზაობას შეასრულოს ეს ფუნდამენტური ამოცანები საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)