|
2021-05-30 13:01:44, 746 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ბაზა დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ბაზა დაათვალიერა. მინისტრი ახლად შექმნილი მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მესამე დონის ლაბორატორიაშიც იმყოფებოდა, რომელიც მცენარეთა დაავადებების და მავნებლების გამოვლენის, ასევე მწერების ბუნებრივი მტრების გამრავლების მიმართულებით იმუშავებს. ლაბორატორიაში განხორციელდება აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლა და ბიოლოგიური აგენტების ძიება. ფერმერებს საშუალება ექნებათ, ადგილზე მიიღონ ინფორმაცია მცენარეთა მავნებელ-დაავადებების და მათთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ. ანასეულის ბაზაზე განთავსებულია ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკის ცენტრი, ჩაის და სუბტროპიკული კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები, სათბურები და ორანჟერეები, სადაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამოცდა, სამეურნეო მაჩვენებლების საბოლოო შეფასება და კონკრეტული რეგიონისთვის ადაპტირებული, მავნებელ-დაავადებათა მიმართ გამძლე, მაღალპროდუქტიული ჯიშების შერჩევა-გავრცელება. ბაზაზე უკვე გამოყვანილია და ფერმერებს ახალი პლანტაციების გასაშენებლად გადაეცემათ ჩაის ახალი, სელექციური ჯიშის „კოლხიდა” 15 000-მდე მაღალი კატეგორიის ნერგი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)