05:44 - 21 May, 2026
|
2021-05-09 12:17:05, 755 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის საზღვაო ძალებმა არაბეთის ზღვაში დააკავეს გემი, რომელზე დიდი რაოდენობით რუსული და ჩინური წარმოების იარაღი ინახებოდა
აშშ-ის საზღვაო ძალებმა არაბეთის ზღვაში დააკავეს გემი, რომელზე დიდი რაოდენობით რუსული და ჩინური წარმოების იარაღი ინახებოდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, „დოიჩე ველე“ ავრცელებს. როგორც სააგენტო იუწყება, არაბეთის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ხსენებული გემი საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე მოძრაობდა. ჩხრეკის შედეგად, გემიდან ჩინური წარმოების ათასობით ავტომატი და რუსული წარმოების ანტი-სატანკო რაკეტები, ასობით ტყვიამფრქვევი, სნაიპერული შაშხანები, ყუმბარმტყორცნები და ოპტიკური სამიზნეები ამოიღეს. გემის ეკიპაჟი დაკითხვის შემდეგ გაუშვეს. ამჟამად ექსპერტები არკვევენ, თუ საიდან იყო გამოგზავნილი და ვისთვის იყო განკუთვნილი რუსული და ჩინური წარმოების იარაღი.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)