|
2021-04-29 16:23:59, 707 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: მარტში ეკონომიკის 4 პროცენტიანი ზრდა ჩვენს დაბალანსებულ, სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს
„4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მარტის თვეში არის იმის დასტური, რომ დაბალანსებული მიდგომა, რასაც ჩვენ ვიჩენთ, არის გამართლებული - ქვეყანაში ცალსახად მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პანდემიის მესამე ტალღის პროცესში ვიმყოფებით და პანდემია არ არის დამარცხებული“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაჯანსაღება დაფიქსირდა - პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიანი პერიოდის შემდგომ, ეკონომიკური აქტივობის დონის რეალური ცვლილების მაჩვენებელი პირველად არის დადებითი და 4.0 პროცენტს შეადგენს. მინისტრის თქმით, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იქნება. „მომავალში ველოდებით, რომ ზრდის ტემპი უფრო მეტად ამაღლდება. ჩვენ ვახერხებთ, რომ დარგები აღდგეს, ტურიზმიც ნელ-ნელა ვითარდება, კვლავ აღდგენისკენ მიდის და ეს გვაძლევს იმედს, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. „საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიანი პერიოდის შემდგომ, ეკონომიკური აქტივობის დონის რეალური ცვლილების მაჩვენებელი პირველად დადებითი დაფიქსირდა და 4.0 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წინა წლის მარტში ეკონომიკის კლება 2.7 პროცენტი იყო. შესაბამისად 2021 წლის მარტში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის დონე აჭარბებს არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ 2019 წლის მონაცემსაც. ეკონომიკის მსგავსი გაჯანსაღება თავსებადია საქართველოს მთავრობის მოლოდინებთან და დიდწილად განპირობებულია მთავრობის თანმიმდევრული და დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკით.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)